კრემლი: ზავი ამოქმედდება მას მერე, რაც სანქციები მოეხსნება “როსსელხოზბანკს”

შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც „როსსელხოზბანკსა“ და სურსათისა და სასუქის რუს მწარმოებლებს სანქციები მოეხსნებათ. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში, რომელშიც შეჯამებულია 24 მარტს ერ-რიადში სა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები. მოსკოვი ასევე ზავის პირობად ასახელებს სურსათის ექსპორტში მონაწილე რუსული ბანკების მიერთებას საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-თან. ს SWIFT-ზე წვდომის აღდგენა ევროკავშირის თანხმობას მოითხოვს.
გარდა ამისა, კრემლი დაჟინებით მოითხოვს რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და საკვებისა და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნას, ასევე სანქციების გაუქმებას რუსეთის გემებზე, რომლებსაც საკვები და სასუქები გადააქვთ.
კრემლის ცნობაში გამეორებულია თეთრი სახლის რამდენიმე განცხადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლად ზომების შემუშავების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ დაადასტურა, რომ საუდის არაბეთში მიღწეულია შეთანხმება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის აკრძალვის შესახებ. ზელენსკის თქმით, დარტყმებზე მორატორიუმი შესაძლოა ამოქმედდეს თეთრი სახლის განცხადების გამოქვეყნებისთანავე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა კიევს წიაღისეული რესურსების შესახებ ახალი გარიგება შესთავაზა.
„ეს არის სერიოზული დოკუმენტი და ასეთ დოკუმენტს მხარეები შეიმუშავებენ და შემდეგ ის გადაეგზავნება პარლამენტს რატიფიკაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე და განმარტა, რომ შეთანხმებაში არ არის წამოჭრილი ატომური ელექტროსადგურების საკითხი.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით