ჯო ბაიდენი – მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება

მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგად აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლებელია მიღწეულ იქნას.
“ყოველ დღე ვესაუბრები ამაში ჩართულ ხალხს. მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძევლების ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობლების შესახებ ახალ ამბებს ელიან, მისი მესიჯია: “გაძელით, ჩვენ მოვდივართ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)