პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე