ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს

ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია რადიკალური ჯგუფების მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას, რომელიც სანქციებს უკავშირდება.
„ესენი ყველანი წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში აგენტურულ ქსელს. თითოეული ის გაუგებარი სანქცია, რომელი ქვეყნიდანაც მოდის, რეზოლუციები, არის ამ აგენტურული ქსელის ლობისტები და „დიფ სთეითის“ ჩარჩენილი საცეცები, ბიუროკრატები, მათ მიერ ხელდასმული პოლიტიკოსები, ჯერ ევროკავშირში მრავლად არიან. 2012 წლიდან რეზოლუცია იქნებოდა, ცრუ დასმენა, თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელი ნებისმიერი თემა, ყველაფერში ღიად იღებდნენ მონაწილეობას. ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გერმანის საგარეო უწყებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებში იმედს გამოთქვამენ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ