ერ-რიადის შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროვდება – პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება. პესკოვის კომენტარს რუსეთის სახელისუფლებო მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს:
“ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ღრმად ჩაძიებით, ამიტომ ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, ამის მოლოდინი არ უნდა იყოს; ეს პირველი, ხოლო მეორე – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ანალიზდება დედაქალაქში გაკეთებული ანგარიშები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარკვეულ გაგებაზე საუბარი”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება