„თავისუფლებაზე მყოფი მიშა, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ იმავე ზურაბიშვილისთვის გახდება უდიდესი პრობლემა“ – „არის მეორე და ძალიან რეალური საფრთხეც“…

„თავისუფლებაზე მყოფი მიშა, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ იმავე ზურაბიშვილისთვის გახდება უდიდესი პრობლემა“ – „არის მეორე და ძალიან რეალური საფრთხეც“…
ანი დვალიშვილი
ევროკავშირმა საქართველოს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ევროკანდიდატის სტატუსი მოგვცა. მას შემდეგ, რაც ნოემბერში, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ სტატუსს მოგვცემდნენ და როგორც ვვარაუდობდი, სტატუსის მიღება ხელისუფლებამ პომპეზურად და მარტომ აღნიშნა, ანუ „ქართული ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებით, საზეიმო ღონისძიებაზე არ მიიწვიეს არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი… მეტიც, პრეზიდენტს სიტყვაც არ ათქმევინეს, თუმცა თავისი ზეიმი ჰქონდა ოპოზიციურ ფლანგს და თავისთვის ხარობდა პრეზიდენტი. რეალურად, სტატუსის მიღება ყველამ ცალ-ცალკე დაიბრალა არავის უთქვამს ის, რომ შარლ მიშელის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი გეგმიდან, არ შესრულებულა ერთ-ერთი მთავარი – დეპოლარიზაცია. ანუ, ევროკავშირმა იცოდა, რომ ქართულმა მხარემ რეკომენდაციები არ შეასრულა და სტატუსი მაინც მოგვცა. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თორემ რეკომენდაციების შესრულებას რომ გაჰყოლოდა ევროკავშირი, სტატუსს ახლა კი არა, კაი ხანი არ მოგვცემდნენ.
ჰოდა, ისე გამოვიდა, თავიანთი ნაგინები ევროპარლამენტარების წყალობით, მმართველმა გუნდმა წელი პოზიტიურად დაასრულა. ახლა, „ოცნებაში“ მართლა სჯერათ, რომ არჩევნებში გამარჯვებაში ხელს ერთადერთი რამ შეუშლით – თუ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. „ალიამ“ ადრეც დაწერა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი სალომე ერთგვარი ტესტის ჩატარებას აპირებს – ახალი წლისთვის, ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს და დააკვირდება, როგორი იქნება ხალხის რეაქცია. თუ პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის გათავისუფლებას მოსახლეობა მარტივად გადაიტანს, მერე, ვნახოთ, რას იზამს…
„ზურაბიშვილს სურს, რომ გაერთანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს და ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ თავისუფლებაზე მყოფი მიშა, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ იმავე ზურაბიშვილისთვის გახდება უდიდესი და რაც მთავარია, უმართავი პრობლემა. ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ შიდა ფრონტზე, მიშას პოლიტიკურ სიტყვას ფასი არ აქვს და პრემიერობის კანდიდატად დასახელება კი არა, პრემიერიც რომ იყოს სხვა, სააკაშვილი ხელის ერთი მოსმით მოიშორებს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
აი, მიშას გარეშე ოპოზიციას გამარჯვება რომ გაუჭირდება, ესეც ყველამ იცის, მაგრამ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს, სააკაშვილი მაინც ციხეში ურჩევნია, რადგან წვალებით შეკოწიწებული ამომრჩეველი, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შემთხვევაში, სწორედ მის მხარეს გაიქცევა იმის იმედად, რომ მიშა ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს. არის მეორე და ძალიან რეალური საფრთხე – სააკაშვილის შეწყალებამ, შესაძლოა, სათავე სამოქალაქო დაპირისპირებას დაუდოს და ვიღაცამ ზუსტად ისე გაისროლოს, როგორც წლების წინ, კინოს სახლთან, როცა თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და ქართველებმა ერთმანეთი ვხოცეთ.
წინ ახალი წელია და ისიც საინტერესოა, პრეზიდენტის მილოცვას მხოლოდ ოპოზიციური არხები გაუშვებენ, თუ სახელისუფლებოც და პირიქით – პრემიერის მილოცვას აჩვენებენ თუ არა ოპოზიციური არხებიც. ცოტა არ იყოს, პოლიტიკურად სასაცილო მდგომარეობაში ვართ, არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ერი და ბერი (ჰო, ბერიც) გაყოფილია ორ (მინიმუმ) რადიკალურ ბანაკად და ოქტომბრის ძალიან, ძალიან დაძაბული იქნება. თუმცა, მანამდე ჯერ აზერბაიჯანშია საპრეზიდენტო არჩევნები (ვადამდელი), შემდეგ – რუსეთში და ორივე არჩევნების შედეგი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თ დავიწყოთ.
ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობას დამოუკიდებლად აპირებს, ანუ ის „ედინაია როსიას“ კანდიდატი არ იქნება, იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი და მას მმართველი პარტია დაუჭერს მხარს. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დემოკრატიობანას თამაშს ემსახურება, მაგრამ რამდენად დემოკრატიული იქნება ის, რომ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც აპირებს არჩევნების ჩატარებას, ვერ გეტყვით. საარჩევნო უბანს რუსეთი ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც გახსნის, აქაოდა, რუსეთის მოქალაქეები იქაც ცხოვრობენო და რაც მთავარია, ამით მსოფლიოს დაანახებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და არც არაფრის დათმობა სურს.
რაც შეეხება აზერბაიჯანს. ორიოდე კვირის წინ „ალია“ წერდა, რომ აზერბაიჯანში სიტუაცია აჭრილი იყო და შიდა პოლიტიკური დაპირისპირება იმდენად იყო გაღვივებული, რომ ილჰამ ალიევს გადატრიალებისაც კი ეშინოდა. ისიც დაიწერა, რომ ოპოზიციის მხარეს ალიევის მეუღლე და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა იჭერდა, რის შემდეგაც, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმოადგენელმა პოლიტიკოსებმა ბევრი იცინეს, მეზღაპრეები გვიძახეს, საიდან რას მოიფიქრებთო, ესეც გვითხრეს. არადა, „ალიას“ წყარო აზერბაიჯანის ძალოვანი უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და სტატიიდან ათ დღეში, ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და დანიშნა ისე, რომ ოპოზიციას მოსამზადებლად ზუსტად ორი თვე დაუტოვა. მერე იყო, ქართველმა პოლიტიკოსებმა „ალია“ კიდევ ერთხელ რომ გადაიკითხეს და ამ ამბით ძალიანაც დაინტერესდნენ. სწორედ არჩევნებში მხარდაჭერას უკავშირდებოდა ს მოულოდნელი ვიზიტი აზერბაიჯანში და ეს ყველაფერი, ჰეიდარ აილევის იუბილით შეიფუთა, თუმცა…
„ახლა მთავარი ის არის, ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი. ოპოზიციური ფლანგი ორ სცენარს განიხლიავს. პირველი – არ დააყენონ კანდიდატი და ალიევი მარტო დატოვონ არჩევნებზე, რაც მსოფლიოს თვალში, მის დიქტატორად წარმოჩენას ემსახურება და მეორე – კონკურენტად საუკეთესო შემთხვევაში მეჰრიბან ალიევა გახდეს (რომელიც ქალიშვილობის გვარს დაუბრუნდება და არჩევნებში ფაშაევას გვარით გავა), ან კონკურენტი იყოს ფაშაევების კლანის წარმომადგენელი, კონკრეტულად კი, მეჰრიბანის ბიძაშვილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ პრეზიდენტს უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, არჩევნების გზით მისი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, ხალხის ქუჩაში გამოყვანას და გადატრიალებას აპირებს“, – გვეუბნება ის წყარო, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა სასაცილოდ აიგდეს და ახლა მის ნათქვამს სრული სერიოზულობით ეკიდებიან.
ს კოზირი თურქეთის უპირობო მხარდაჭერაც გახლავთ. ესეც არ იყოს, მუსულმანურ ქვეყანაში ქალი პრეზიდენტი ცოტა ძნელი აღსაქმელი და წარმოსადგენი იქნება, თუმცა მეჰრიბან-ხანუმის გავლენები დიდია და არჩევნების დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ალიევი მეუღლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას აღარ აპირებს, მას არც სხვა პოლიტიკურ თანამდებობას მისცემს და მხოლოდ საქველმოქმედო ფონდების მართვის უფლება ექნება. ამით დასრულდება ის საფრთხე, რომელიც მოქმედი პრეზიდნეტის გასაკვირად, სწორედ მისი მეუღლისგან წარმოიშვა და „სამეფო კარზე“ არავინ მალავს, რომ ცოლ-ქმარი მხოლოდ საზოგადოებაში ჩნდება ბედნიერი და მომღიმარი, ისე კი, დიდი ხანია, ერთად აღარ ცხოვრობენ და საპრეზიდენტო რეზიდენცია ცალ-ცალკე ფლიგელებად აქვთ დაყოფილი. ცოლის ფლიგელში გადასვლა ქმარს ეკრძალება და პირიქით.
აზერბაიჯანი ჩვენი არამარტო მეზობელი ,არამედ სტრატეგიული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, იქ სიმშვიდე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და იმის გათვალისწინებით, როგორი ურთიერთობა აქვს ალიევსა და ჩვენს ხელისუფლებას, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ახალი წლის შემდეგ, საქართველოდან სპეციალური ჯგუფი ჩადის, რომელიც წინასაარჩევნო ტრენინგებს გამართავს და მეზობლებს „გამარჯვების ფორმულას“ ასწავლის. ქართულ მხარეს აზერბაიჯანში ხელისუფლების ცვლილება ყველაზე ნაკლებად აწყობს, რადგან ალიევთან ურთიერთობა დალაგებული აქვს და არც თუ მცირე აზერბაიჯანელი, საქართველოში სწორედ „ოცნების“ სასარგებლოდ აძლევს ხმას. თავის მხრივ, მეზობლად სიტუაციის არევა ოპოზიციას ძალიანაც აწყობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს და იქ მოხვედრა მხოლოდ ფრენით შეიძლება, გამორიცხულია, ქართული ოპოზიციის ჯგუფს, არჩევნებამდე შესვლის უფლება მისცენ. არჩევნების დღეს კი… უკვე გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანში ყველაზე დიდი სადამკვირვებლო დელეგაცია საქართველოდან ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?