ალექსანდრე ლუკაშენკო – ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს – ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა

ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა მეშვიდე ვადით ოფიციალურად დაიკავა.
„ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს, ჩვენი ხალხის ნამდვილი საქმისა და ინტერესების დიქტატურაზე. ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ დემოკრატიას სტანდარტს უწოდებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო 26 იანვარს ჩატარდა. -ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 86.82%-ით გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი