ნიდერლანდებში მწარმოებელს ტონაზე მეტი ყველი მოჰპარეს

ნიდერლანდებში ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში ყველის მწარმოებელს ტონაზე მეტი ყველი მოიპარეს. ამის შესახებ Dutch News წერს.
გამოცემის ცნობით, დაზარალდა ვილკო და კრომის საოჯახო ყველის ქარხანა Nieuwerwets-ი კნეგსელში. თავად მწარმოებელმა განმარტა, რომ, სავარაუდოდ, დანაშაული წინასწარ იყო მომზადებული. მან ასევე უარი თქვა ზარალის ოდენობის გამჟღავნებაზე, რათა „სხვა ადამიანებს იდეები არ მიაწოდოს“.