“ობიექტურადაც აბსურდია ამ კვლევებზე დაყრდნობა და შეიძლება, ობიექტურობამაც იელვა ვაშაძის თავში” – იაგო ხვიჩია NDI-ს კვლევებზე

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს. ხვიჩია გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის კრიტიკას NDI-ს ბოლო კვლევის შესახებ.
“როდესაც პირველად ჩვენ ვამბობდით ასეთ რაღაცებს, მაშინ მთელი ქარტეხილი მოდიოდა იმისი, რომ თითქოს ჩვენ ბარიერს ვერ ვლახავთ და ამიტომ ვაკეთებთ ამას და ა.შ. სინამდვილეში, ეს კვლევა მართლა გადასახევი და გადასაგდებია.
თუ სწორად ვიცი, ცალკე ვაშაძის რეიტინგი არ გაზომილა, “ნაცების” შემადგენელი ნაწილია და, აქედან გამომდინარე, ეგ პროცენტები, სამწუხაროდ, არაფერს გვეუბნება. შეიძლება არ მოსწონდეს და ამიტომ, მაგრამ ობიექტურადაც აბსურდია ამ კვლევებზე დაყრდნობა და შეიძლება, ობიექტურობამაც იელვა ვაშაძის თავში,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?