“ამგვარი ხელოვნური ერთობა არ სჭირდება მოსახლეობას” | “ლელო” მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ უერთდება

“ლელო – საქართველოსთვის” არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში გაერთიანებას, – ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძე ამ განცხადებით ს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას “ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა”.
კუპრაძის თქმით, ქართველ ხალხს არ სჭირდება ამგვარი ოპოზიციური ერთობა.
“ლელოს ძალიან ცხადი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც დამტკიცებულია პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის ლიდერების მიერ. ლელო არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნას, ეს არც უახლოეს წარსულში არ ყოფილა განხილული და არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარი ოპოზიციური ერთობა, ხელოვნური ერთობა მითუმეტეს, არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიზანია საქართველოში პოლარიზების დასრულება,” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ოპოზიციური ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა.