“დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ შექმნილმა პლატფორმამ Mona.ge-მ ახალი სია გამოაქვეყნა.
განახლებულ სიაში მოხვდნენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მაუწყებლის დირექტორი – ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი. სიაში ასევე მოხვდნენ “ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენი – მაგალე ბრეგვაძე და ჭიათურის მერი – გივი მოდებაძე, “იმედის” ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანის წევრები: ალექსანდრე ივანიშვილი, ნატო ხაინდრავა, გივი ლებანიძე, ბექა კვარაცხელია, გიორგი მიქაბერიძე და ნიკოლოზ ჩარკვიანი.