ლუქსემბურგის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა.
ში ს შეჭრის შემდეგ, აბრამოვიჩის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესა. პერსონალური სანქციების პარალელურად, გაყინეს აბრამოვიჩის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.
ოლიგარქმა ეს გადაწყვეტილება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ არ აფინანსებდა ს სახელმწიფოს და ბრალდებები პუტინთან მის მჭიდრო კავშირზე, სიცრუე იყო, თუმცა საბოლოოდ, აბრამოვიჩმა საქმე წააგო.
„საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს, რითაც ადასტურებს მის მიმართ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” ყოფილი მფლობელი, რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქე რომან აბრამოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად ითვლება.
2021 წლის ბოლოს Forbes-მა მისი ქონება 14,2 მილიარდ დოლარად შეაფასა. თუმცა, ში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბრიტანული Times-ის ცნობით, აბრამოვიჩის ქონება განახევრდა.
ომის დასაწყისში აბრამოვიჩმა შუამავლობაც სცადა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში.