პროდიუსერი, კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას ახალ კლიპს გვიზიარებს და შემოქმედებით ჯგუფის წევრებს, ვინც სიმღერის შექმნისა და კლიპის გადაღების პროცესში ჩართული იყო მადლობას უხდის.
კლიპის პრემიერა გუშინ, გადაცემაში მხოლოდ ლელასთან შედგა.
„ესეც ჩვენი კლიპი მეგობრებო.
ვისაც მოგეწონათ, გააზიარეთ
დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მიიღო ამ კლიპის შექმნაში მონაწილეობა.
განსაკუთრებული მადლობა Zaza Orashvili და მის გუნდს“, – წერს კახა მამულაშვილი.
კლიპს, რომლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, უკვე მოჰყვა არაერთი გამოხმაურება გულშემატკივრების მხრიდან.
„ღირდა ამდენ ხანს ლოდინი“, „შეუდარებელი, ბრავო“, „რა სილამაზეა კლიპია“, „უჩვეულო მაკიაჟით ძაან უცხოდ გამოიყურები, სულ სხვა ლელა“, „ ამ კლიპში ხარ საოცრება“,-წერენ კომენტარებში.
ნახეთ, კლიპი