რუსეთში ბასკოვის ჰომოეროტიული კლიპისთვის ტელეარხი დააჯარიმეს

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი ტელეარხი „ტოჩკა ტვ“ ერთი მილიონი რუბლით [თითქმის 30 000 ლარი] დააჯარიმა, რისი საბაბიც ჰომოფობიურია — ტელეარხს „ლგბტ-პროპაგანდის“ გავრცელებაში ადანაშაულებენ, წერს „ნასტოიაშეე ვრემია“.
დაჯარიმების მიზეზი რუსი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის კლიპის გაშვება გახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბასკოვის და კლიპის სხვა კაცი გმირების ურთიერთობა შეიცავს „პირადი რომანტიული ურთიერთობის ნიშნებს“, ხოლო ქალ გმირებთან ურთიერთობა „დიდწილად მოშორებულ და დაკვირვებით ხასიათს ატარებს“.
სასამართლოში ისიც არ მოეწონათ, რომ კლიპის სიუჟეტი „ჰედონიზმისა [მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება – რედ.] და გარყვნილების ატმოსფეროს ფონზე ხდება“; სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ კლიპში „არაერთხელ მეორდება სექსუალურ კონტექსტში ორი ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის პირის კოცნა“.
სასამართლომ ბასკოვის კლიპში ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის ნიშნები აღმოჩენა იმის მიუხედავად მოახერხა, რომ მომღერალი ს ხელისუფლებისა და ში ომის დიდი მხარდამჭერია. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რო მზადაა, რუსეთის არმიის ჯარისკაცებს დაახლოებით 12 ათასი დოლარის ეკვივალენტი გადაუხადოს ტანკ „ლეოპარდის“ განადგურებისთვის.
რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია, ლგბტქი+ თემის წინააღმდეგ იღებს რეპრესიულ ზომებს. კანონი „ლგბტ-პროპაგანდაზე“ 2013 წელს მიიღეს, ხოლო ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცახადა არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“.