ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში — საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 28-30 მარტს საქართველოს სამ ქალაქში — ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში — წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ დათო ტურაშვილთან შეხვედრებს მართავს.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრების სერიის ფარგლებში, განათლების, ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ამასთან, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ დათო ტურაშვილის მიერ ხელმოწერილი წიგნები.

შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

ქუთაისი – 28 მარტი, 19:00 საათი

სასტუმრო ქუთაისი ინნ — 2, აღმაშენებლის ქუჩა

— 29 მარტი, 16:00 საათი

ფარნავაზ მეფის #6

ზუგდიდი — 30 მარტი, 16:00 საათი

სასტუმრო ლეთო — 31 ზვიად გამსახურდიას გამზირი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ს CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტული სფეროა. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მინერალებზე შეთანხმების პროექტი უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების კონტროლისა და რესურსების მოპოვების მხრივ აშშ-ს უზარმაზარ უფლებამოსილებას მიანიჭებს – უცხოური მედია