“დე, როგორ მენატრები… დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა” – ოთო ფოლადაშვილის ემოციური პოსტი დედას – Marao

ცოტა ხნის წინ ოთო ფოლადაშვილის დედა, ნინელი კლდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოთოს დამ, თაკო ფოლადაშვილმა გაავრცელა.
ამჯერად ოთო დედასთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“დე, როგორ მენატრები ..
დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა.
მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გამოხატავდი. შენ ხარ ჩემი მოტივაციაც და მთავარი მამოძრავებელი ძალაც, იცი, რომ ყველაფერს მხოლოდ შენთვის ვაკეთებდი.
მერქვას შენი შვილი ეს ძალიან დიდი პატივია. მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად. გილოცავ შენს დღეს, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით!” – წერს ოთო ფოლადაშვილი.
ოთო ფოლადაშვილის დედა, ნინელი კლდიაშვილი მასწავლებელი იყო. წლების შემდეგ ოთოც დედის კვალს გაჰყვა და თავისი ცეკვის სტუდია შექმნა.
საზოგადოება კარგად იცნობს ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
“არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.
თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.
თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე” – ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.