მარნეულში, სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.