ვან ტ’სხიპი: ამ ორ მატჩს გავარჩევთ – უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 1:6 წაგების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა უპასუხა:
“მიქაუტაძეზე უკვე ვისაუბრე. როცა “აიაქსის” მწვრთნელად დავინიშნე, გიორგი ასეთ ფორმაში არ იყო. მისი გასხვისება კლუბმა ფინანსური მოტივაციითაც გადაწყვიტა. მე მასთან სულ 4 კვირა ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო. საბოლოოდ, ის მოხდა, რაც ყველასთავის კარგი იყო, მიქაუტაძეს საფრანგეთში დაბრუნება ძალიან უნდოდა.
ამ ორ მატჩს გავარჩევთ. უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო”.