საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 9.61 ათას დოლარს შეადგენს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია. მეზობელ ქვეყნებს შორის კი, საქართველო მესამე პოზიციაზე იმყოფება.
უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, რეიტინგი ასე გამოიყურება:
· თურქეთი – 16.88 ათასი დოლარი
· რუსეთი – 15.08 ათასი დოლარი
· საქართველო – 9.61 ათასი დოლარი
· სომხეთი – 8.86 ათასი დოლარი
· აზერბაიჯანი – 7.43 ათასი დოლარი
რაც შეეხება მსოფლიოს, სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით ლუქსემბურგი ლიდერობს, მას მოსდევს შვეიცარია, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა.
10 ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა ყველაზე მაღალია:
· ლუქსემბურგი – 141.08 ათასი დოლარი
· შვეიცარია – 111.72 ათასი დოლარი
· ირლანდია – 107.24 ათასი დოლარი
· სინგაპური – 93.96 ათასი დოლარი
· ნორვეგია – 90.32 ათასი დოლარი
· ისლანდია – 90.11 ათასი დოლარი
· აშშ – 89.68 ათასი დოლარი
· მაკაო – 84.28 ათასი დოლარი
· კატარი – 72.76 ათასი დოლარი
· დანია – 71.97 დოლარი
როგორც ცნობილია, მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელიცაა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშება კი ხდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით.
წყარო: bpn.ge
