თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა მონღოლი ბახტიაარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი ჯაბნიაშვილმა სლოვაკი პეტერ ზილკა დაამარცხა.
+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევს აჯობა, მეოთხედფინალში კი კვიპროსელ იანის ანტონიუსს სძლია. თუშიშვილმა ნახევარფინალში მონღოლი ბახტიარი დაამარცხა და ფინალში ინალ ტასოევს შეხვდა. ამავე წონით
ირაკლი დემეტრაშვილმა მერვედფინალში ნიდერლანდელი იელე სნიპე დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინელ ევგენი ბალევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი სამწუხაროდ, ინალ ტასოევთან დამარცხდა.
– 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს სძლია, მერვედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიქსანდრ სიდორიკს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ირაკლი ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.
ცნობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (- 90 კილოგრამი) ასპარეზობას პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ილია სულამანიძე (-100 კილოგრამი) კი მისთვის ამ ტურნირზე მეორე ბრძოლაში, მერვედფინალში დამარცხდა.
ბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედლით – (ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო) დაასრულა.
ევროპა კარსაა მომდგარი, პირველი ნომრები კი ახლა კრებენ ფორმას, მე ადრეც ვწერდი, რომ ოლიმპიელებს ძალიან გაუგრძელდათ დასვენება. სულამანიძეს ხომ არ დაავიწყდა, რომ დღემდე არანაირი ტიტული არ აქვს? ალბათ ამ ევროპაზედაც უმისოდ დარჩება, ისეთი პირი უჩანს მისი მომზადების დონეს. კარგი იქნება თუ მსოფლიოზე მაინც შევიდა კარგ ფორმაში. არ იყო სწორი ბექაურის მიერ ამ ტურნირის გამოტოვება. რადგან ოლიმპიადის შემდეგ ერთ მესამე ხარისხოვან ტურნირზე ჭიდაობა ფორმის შენარჩუნებისათვის არაფერს იძლევა
ყველა მაგარია მაგრამ ძიუდოში ბექაურზე მაგარი არააა დღეს დღეობით….და მეც მგონია რო მევარჯიშა ეს სპორტი წარმატებული ვიქნებოდი სამწუხაროდ არმყავდა ისეთი ვინც მეტყოდა მიდი ამ სპორტშიო არადა ხომშშესაძლებელი იყო მეცადა ბედი მე გოგოებს გადავყევი სამწუხაროდ…
