რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს
რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ რომის „ჯემელის” საავადმყოფო დატოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა. რომის პაპის ექიმებმა შაბათს განაცხადეს, რომ სრულად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება და რომ მას ვატიკანში კიდევ ორთვიანი დასვენება გამოუწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა