ღამით ბათუმში მდებარე რესტორანში ხანძარი გაჩნდა

ღამით ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.