ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა.
ადგილობრივების თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშს პოლიტიკური ოფისის წევრი, სალაჰ ალ-ბარდაველი და მისი ცოლი ემსხვერპლნენ.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა. „ჰამასმა“ ისრაელის ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელსაც მხარეებმა კატარის, ეგვიპტისა და -ის შუამავლობით მოაწერეს ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა