პოლიტიკური სათათბიროს შექმნას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს:
“მათი [ხელისუფლების] განზრახვები არის, რომ ნებისმიერ ფასად, მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. მე წარმომიდგენია შემდეგი ძალიან კონკრეტულად. ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების. მათ ჩამოიყვანეს მოშე კლუგჰაფტი, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს…ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის მერე… მონაწილეობა ნიშნავს ევროპაში შესვლას და ცხოვრების დონის სწრაფ გაუმჯობესებას. მე მინდა შევთავაზო, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, გარდაუვალია, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, მე ასევე მინდა შევთავაზო ენმ-სთან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, პაკი, როგორც არის ამერიკაში ასეთი კომიტეტები და მასში უნდა შევიდეს, ნუ ენმ-ის თავმჯდომარე, ვთქვათ, იქ ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის სრულიად იყვნენ ენმ-ის წევრები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში”

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა