პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 115-ე დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ცეცხლი ოლიგარქიას“. ისინი კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ცოტა ხანში მათ მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით წამოსული “MEGOBARI აქტის” მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“