აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთის სკოლებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სსიპ-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 , სსიპ-აფხაზეთის N12, სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლებს მაგიდები და სკამები გადაეცათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი აქტივობები აფხაზეთის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ