რატი იონათამიშვილი – 2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნას გავაგზავნიდით – 2023 წელს კი, ეს პირობა არა თუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით – 2023 წელს კი, ეს პირობა არა თუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში აისახა, პროცესების რადიკალიზაცია დაიწყო, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის შემდეგ გაძლიერდა.
“ეს ადამიანები ომისა და ღალატის პარტიის წევრები გახდნენ. როგორ რთულ გზაზე გავიარეთ, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პასუხისმგებლობას ასცდება, ასე ნამდვილად არ იქნება და 2024 წელს ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს