ტრამპმა ძლიერ სახელმწიფოებს დაახევინა უკან და ჯიმ რიშის პოლიტიკური ფერისცვალება გაუჭირდება? თუმცა, ან მაშინ რა დაგვაკლო რიშმა, როცა უსამართლოდ გვიტევდა?

ტრამპმა ძლიერ სახელმწიფოებს დაახევინა უკან და ჯიმ რიშის პოლიტიკური ფერისცვალება გაუჭირდება? თუმცა, ან მაშინ რა დაგვაკლო რიშმა, როცა უსამართლოდ გვიტევდა?
„საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა და გარე ოპონენტები ვეღარ აღწევენ შედეგს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამის მაგალითია ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები. ასე რომ, ჯიმ რიში გინდ ისევ “საქართველოს მხარდამჭერ აქტს” წერდეს და გინდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდეს, საქართველოს ვერაფერს დააკლებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტი გამოთქვამს იმედს, რომ ძალიან მალე ჯიმ რიშის პოლიტიკურ ფერისცვალებას ვიხილავთ. „გუშინდელი დღიდან ოპოზიცია ისეთ ეიფორიაშია, თითქოს რაღაც პროცესი მოიგეს, არადა ყოველი დღე და საათი მხოლოდ მათი რეგრესით მიდის. ტრამპის მხარდაჭერაზე საკუთარი პარტიის წევრის მიმართ, მთელი პოლიტიკური ეპოპეა ააწყვეს და ხალხს ისევ დეზინფორმაციით კვებავენ. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ასეა მაგათი საქმე. ამდენხნიანი “პოლიტიკური დეფოლტის” შემდეგ რაღაც გამოჩნდა ოპოზიციისთვის სასიხარულო, თუმცა აქ ყველაზე მეტი იმედგაცრუება ელით. პირველი ის, რომ იტყუებიან, არადა კარგად იციან, რომ ტრამპი დემოკრატებს მხარს არ და ვერ დაუჭერდა.
რესპუბლიკელებს კიდე სხვა კანდიდატი არ ჰყავდათ. მეორეც, თუ დავუკვირდებით ჯიმ რიშის ბოლოდროინდელ აქტივობებს, თითქმის მიყუჩდა საქართველოსთან მიმართებით. გარდა ამისა, ტრამპმა ძლიერ სახელმწიფოებს დაახრევინა უკან და ჯიმ რიშის პოლიტიკური ფერისცვალება გაუჭირდება? თუმცა ან მაშინ რა დაგვაკლო რიშმა, როცა უსამართლოდ გვიტევდა? ვერც ვერაფერი! საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა და გარე ოპონენტები ვეღარ აღწევენ შედეგს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამის მაგალითია ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები. ასე რომ, ჯიმ რიში გინდ ისევ “საქართველოს მხარდამჭერ აქტს” წერდეს და გინდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდეს, საქართველოს ვერაფერს დააკლებს. ეს უკვე მსოფლიომ დაინახა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Next: ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს