აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დააკავეს შეკვეთილი, პოლიტიკური მკვლელობის ბრალდებით

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ ორი ადამიანი დაიქირავა ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტის მოსაკლავად.
ამ ორიდან ერთი (ფოტოზე მარჯვნივ) საქართველოს მოქალაქეა.
მასიჰ ალინეჯადი არის ირანელი დისიდენტი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და გამოირჩევა ირანის ხელისუფლების კრიტიკით. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სწორედ მისი მოკვლა იყო დაგეგმილი. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ წარსულში ირანის სპეცსამსახური ჟურნალისტის გატაცებასაც გეგმავდა.
შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 40 წლის პოლად ომაროვი (ასევე ცნობილია როგორც არაზ ალიევი) საქართველოს მოქალაქეა. ამერიკული მხარის ცნობით ორივე დაკავებული აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. სასამართლოს თანახმად, ჟურნალისტის მკვლელობა AK-47 ით ცეცხლსასროლი ავტომატით იგეგმებოდა, თუმცა FBI-იმ გეგმები ჩაშალა.
ორივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სექტემბერში გადაწყდება რამდენ წელს მიუსჯიან სასჯელის სახით.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო