ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა სრულად განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჰითროუ დღეს ღიაა და სრულად მუშაობს. აეროპორტის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მგზავრებს, რომლებიც გუშინ ელექტრო ქვესადგურის მუშაობის შეფერხების შედეგად დაზარალდნენ, დაეხმარონ“, – განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო, ხოლო ნაწილი საღამოს განახლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა