დაბა აბასთუმანში მომხდარი ავარიისას 11-მდე ბავშვი დაშავდა

დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება არ გვიდასტურებს.
კლინიკა „იმედის“ განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპურული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ზარზმის აკადემიის მოსწავლეები არიან, თუმცა აკადემიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, „სამხრეთის კარიბჭე“ ინფორმაციას -ს პრესსსამსახურისგან ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა