“შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო” – ლევან ხაბეიშვილი NDI-ს კვლევაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, NDI-სთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს ეთანხმება.
გიორგი ვაშაძის მსგავსად, ხაბეიშვილიც მიიჩნევს, რომ NDI-ის ბოლო კვლევის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის გაგება.
“NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევას, უნდა ვთქვათ, რომ ფანტასტიკურად. 10-დან 7-მა ადამიანმა უარი თქვა პოლიტიკურ გამოკითხვაზე და ამის პარალელურად, ვინც დათანხმდა, ანუ 10-დან 3, იქიდან კიდევ 2-მა პასუხზე განაცხადა უარი. შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, ეს არ არის პოლიტიკური კვლევა,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში