ბუნების ხედებს, თუნდაც ეკრანზე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს – კვლევა

პეიზაჟები მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, მაშინაც კი თუ ადამიანი ბუნებაში არ იმყოფება, მაგრამ უყურებს ბუნების ვიდეოებს. „ევროპულსის“ ინფორმაციით, როგორც ავსტრიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, ხუთწუთიანი ვიდეოს ყურება ბუნების ხედებით ამცირებს ტკივილის ინტენსივობას. უფრო მეტიც, საუბარია როგორც მის სუბიექტურ, ასევე ობიექტურ შეფასებაზე.
ექსპერიმენტის დროს მონაწილეებმა ნახეს ბუნებრივი და ურბანული პეიზაჟების ვიდეოები, ასევე სამუშაო ინტერიერი. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბუნების ხედები მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ისინი ამცირებენ ტვინის იმ უბნების აქტივაციის ხარისხს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკივილის სიგნალების გადაცემაზე.