თბილისში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრას ინგლისელი მსაჯი ენტონი ტეილორი გაუძღვება

ერთა ლიგის პლეი ოფში სქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების განმეორებით შეხვედრას ინგლისელი მსაჯი ენტონი ტეილორი გაუძღვება.
ინგლისელ არბიტრს თანამემამულეები, გარი ბესვიკი და ადამ ნანი დაეხმარებიან. რობერტ ჯონსი მეოთხე არბიტრი იქნება, ხოლო ვიდეორეფერისთვის განკუთვნილ ოთახში დარონ ინგლენდი და სტიუარტ ეტველი იმუშავებენ.
46 წლის ტეილორი ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს 2010 წლიდან უძღვება, ხოლო ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2013 წელს გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში სომხეთი ერევანში 3:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 23 მარტს „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ორი მატჩის ჯამში წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს.