ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეგმით, საგარეო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც შეესაბამება -ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც ცვლის ამერიკის მიერ გაცემული საგარეო დახმარების გადანაწილების სისტემას. გეგმის მიხედვით, დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც შეესაბამება -ის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების ამჟამინდელი სტრუქტურა ძალიან ფართოა და ძალიან ძვირი. გეგმის მიხედვით კი, დაფინანსება უნდა განაწილდეს უფრო ვიწრო, სტრატეგიული ფოკუსით.
წინადადება ითვალისწინებს USAID-ის 20-მდე ბიუროს გაუქმებას და სააგენტოსთვის სახელის გადარქმევას აშშ-ის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოდ.
„როიტერის“ ცნობით, ეს ორგანო სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში იქნება, ხოლო მისი მანდატი შეიზღუდება ჰუმანიტარული დახმარებით, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებით, გლობალური ჯანდაცვითა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებით.
დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი „პოლიტიკურად ორიენტირებული პროგრამები“, მაგალითად, დემოკრატიის ხელშეწყობა, რელიგიური თავისუფლება და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა სამართავად.
„როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადაეგზავნება განსახილველად.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…