ჯეფრი ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული 170 ადამიანის სია შესაძლოა გასაჯაროვდეს

მოსამართლის ბრძანებით ჯეფრი ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული 170 ადამიანის სია შესაძლოა გასაჯაროვდეს. სიაში მყოფ ადამიანებს 2024 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ დრო, რომ საკუთარი სახელის გასაჯაროვება გაასაჩივრონ.
ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა. ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან მალევე ეპსტინი საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
სავარაუდოა, რომ ეპსტინის ტრეფიკინგისა და პედოფილიის საქმეში გასაჯაროვდეს დიდი ბრიტანეთის პრინცის ენდრიუს კავშირები. დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ 2001 წელს ის პრინცმა ენდრიუმ სექსუალურად შეავიწროვა. პრინცი ენდრიუს გარდა ეპსტინის ტრეფიკინგისა და პედოფილიის სქემასთან სავარაუდოდ დაკავშირებული არიან ცნობილი პოლიტიკოსები, ხელოვანები და ბიზნესმენები.