გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი. იგი ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, ეს იყო მთელი შინაარსი

გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი. იგი ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, ეს იყო მთელი შინაარსი
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ციხეში მამის წამების დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიზეზი იყო გიორგი უდესიანი“ მისი თქმით, ბესო ხარძიანი გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო.
„ძირითადი მიზეზი იყო გიორგი უდესიანი. მას ჰქონდა კუს ტბის წილების ინტერესები. ეს იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი. ბესო ხარძიანი ციხეში იყო და რაღაცებით შეიძლება სარგებლობდნენ, მაგრამ ეს იყო ძირითადი მიზანი და დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იყო. შემდეგ თავი დაანებეს იმიტომ, რომ ს მიერ პოლიტიკური განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან და არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული იყო და ამაზე გადაერთნენ. ამ საქმეს ახლა მიხედავდნენ და შემდეგ მოუბრუნდებოდნენ ისევ ამ საქმეს. მოკლედ, ბესო ხარძიანი იქიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო ეს იყო მთელი შინაარსი. გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი, სპეც პატიმარი, განსაკუთრებული პატიმარი იყო ბესო ხარძიანი და მის ხელში იყო“-განაცხადა ბესო ხარძიანმა.
Previous: ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს. მერე გამოვიდა, შემხვდა და მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად კარანტინში და მის გამო მთელ პატიმრებს გვცემდნენო

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს