კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი დაარსდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის, ჩანაფიქრი განხორციელდა და, რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ფოლკლორულ ანსამბლს ჩაეყარა საფუძველი.
ანსამბლი ძირითადად დაკომპლექტებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი საუკეთესო მომღერლებითა და სტუდენტებით; ასევე, გუნდის წევრები არიან მომღერლები ისეთი ცნობილი ანსამბლებიდან, როგორებიცაა „ბასიანი“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და „დიდგორი“. მომღერლებმა გუნდში მოსახვედრად სპეციალური შესარჩევი და მოსამზადებელი ეტაპები გაიარეს. ზემოხსენებულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი დონაძე – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი.
ახალდაარსებულ ანსამბლს, სხვადასხვა სტილისა და კუთხეების გათვალისწინებით, რამდენიმე ლოტბარი ჰყავს; ქართლ-კახურ სიმღერებს ასწავლის გიორგი ხუნაშვილი, სვანურ სიმღერებსა და ფერხულებს – ლიკა ლიპარტელიანი, გურულ და მეგრულ სიმღერებს – სერგო ურუშაძე და გიორგი დონაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს