რუსეთის არმიამ მასირებული თავდასხმა მოაწყო ოდესაზე

რუსეთის არმიამ მასირებული თავდასხმა მოაწყო ოდესაზე დრონებით 20 მარტის გვიან საღამოს, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება.

მერი გენადი ტრუხანოვი წერს, რომ აფეთქებები ისმოდა ქალაქის სამხრეთ რაიონებში. “პუბლიკის” კორესპონდენტები იტყობინება, რომ ოდესაში 15-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა, წერს უკრაინსკაია პრავდა. გამოცემა ასევე მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრიი ერმაკის ინფორმაცია. მისი თქმით, რუსეთმა კვლავ შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ერმაკმა აღნიშნა, რომ არის დაშავებულები. მათი რაოდენობა ზუსტდება.

ASTRA Telegram-ის არხი ადგილობრივ მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი, მაღაზია და ბიზნესი.

მანამდე, 20 მარტს, ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის სუმის რაიონის სოფელ კრასნოპოლიეზე რუსეთის ავიაციის იერიშის შედეგად, იტყობინება რეგიონული პროკურატურა. დეპარტამენტის ცნობით, შუადღისას კრასნოპოლიეზე მართვადი საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს. ერთი ბომბი საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დაიღუპა 69 წლის ქალი და 51 წლის მამაკაცი. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.
რუს სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ ოდესაზე დარტყმის გარშემო. მოსკოვი ომის განმავლობაში ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმის შესახებ.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება