აშშ წითელ ზღვაში გემების დასაცავად ჰუსიტების წინააღმდეგ საზღვაო კოალიციას ქმნის

ამერიკის შეერთებული შტატები წითელ ზღვაში გემების დასაცავად ჰუსიტების წინააღმდეგ საზღვაო კოალიციას ქმნის. საზღვაო თავდაცვის მექანიზმი ამოქმედდება წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, მეამბოხე ჰუსიტების მხრიდან მზარდი თავდასხმების შესაჩერებლად.
წითელ ზღვაზე ჰუსიტების მიერ გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო დიდმა სავაჭრო და სატვირთო კომპანიებმა მოძრაობა შეაჩერეს.წითელ ზღვაში მოძრაობა დროებით შეაჩერა ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია “ბიპი”-მ. გერმანიის გადამზიდავმა კომპანიამ კი “ჰაპაგ-ლოიდ”-მა რამდენიმე საკონტეინერო გემს მარშრუტი შეუცვალა.
ჰუსიტების დაჯგუფება ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისრაელისა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის დაწყებიდან ისინი ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს სამიზნეში იღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას