“დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული” – ნიკოლოზ რაჭველი

ნიაკო… 💔🙏🏻
დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ეროვნული ორკესტრის მევიოლინე და ჩვენი მეგობარი მაგდა ცინცაძე უკანასკნელად მოეფერა და შემდეგ ბოლომდე უყურა როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის საოცარი ქალიშვილი… დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული… ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რაც ყველას ერთად გადაგვიტანია…
ღმერთმა ჩაიკრას გულში მისი სპეტაკი სული და გაძლება მისცეს მაგდას და აგრეთვე შესანიშნავ მუსიკოს ვაჩეს, ნიაკოს მამას…
ამ პატარა ვიდეოში ნიაკო დედასთან ერთად მღერის…
და როგორ მღერის…
საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა…
ახლა ანგელოზთა დასში იგალობებს… 😢

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

კაია კალასი – დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ