ზურაბ ფარჯიანი: თქვენი ოჯახის წევრი რომ უსამართლოდ ციხეში იჯდეს, რამის ხალისი და მუღამი გექნებოდათ? პატიმრის დედას მე-9 ჯარიმა მიუტანეს, 45.000 ლარი დაადეს

“თქვენი ოჯახის წევრი რომ უსამართლოდ ციხეში იჯდეს, რამის ხალისი და მუღამი გექნებოდათ?
კითხვა რიტორიკულია. არ გვინდა რა ეს სიყალბე ყველაფერში – პატიმრის დედას მე-9 ჯარიმა მიუტანეს, 45.000 ლარი დაადეს და მიდით აბა ეგ ქალბატონი ანამუსეთ?!
სანამ ამ ქვეყანაში არ აღდგება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არც სიმშვიდე. მანამდე ექნება პირში ფერფლის გემო ყველაფერს.
თორემ ფეხბურთი ტოტო სკილაჩის, რობერტო ბაჯოს და ანდონი გოიკოეჩეას დროიდან სიგიჟემდე მიყვარს” –  წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი.