ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა, დაშავდა 980 ადამიანი

ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 131 ადამიანი დაიღუპა, 980 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 16 ადამიანი.
ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება, რომ 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის , ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამემდე მოხდა.
სტიქიის ეპიცენტრში, ჩინეთის პროვინცია განსუში, 113 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა განსუს მეზობელ პროვინციაში – ცინხაიში.
მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია წყლისა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, ასევე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. -ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიმძლავრედ 5.9 მაგნიტუდა დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ