კვლავ უცნობია, დაეკისრა თუ არა ბექაურს პასუხისმგებლობა ლომის ბოკვრის ყოლისთვის – უკვე 3 თვე გადის

26 მარტს 3 თვე გავა მას შემდეგ, რაც ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში მიიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში რადიო თავისუფლება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში უშედეგოდ ცდილობს გაარკვიოს, დადგა თუ არა ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობა და რა ტიპის.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს. სამინისტროს პრესსამსახურში ლაშა ბექარუისა და ლომის ბოკვერის საკითხზე დასმულ კითხვას არ პასუხობენ.
ამ კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება:
· თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს;
· ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფთ;
· გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით.
2024 წლის 26 დეკემბერს, როცა ლაშა ბექაურმა ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა, მასთან ერთად იყო სამინისტროს დაქვემდებარებული „გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის“ თანამშრომელი. შესაბამისად, უწყებისთვის ამ ფაქტის შესახებ არამხოლოდ საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციიდან არის ცნობილი.
ლომი მტაცებელი ცხოველია, რომელიც იკვებება ხორცით. ის საშიშია ადამიანებისთვის – ზოოპარკებში მისი ნახვა შესაძლებელია ვოლიერებში, რომელთან მიახლოებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს არ აქვს მთელი რიგი საბუთები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა