პუტინი რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს ავალდებულებს ან ქვეყნის დატოვებას, ან „მდგომარეობის მოგვარებას“

ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების „კანონიერი უფლება,“ 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ს ტერიტორია, ან „მოაგვარონ მათი სამართლებრივი მდგომარეობა“.

ბრძანებულება გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების საიტზე 20 მარტს.

დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებმა, ან მოქალაქეობის
არ მქონე პირებმა, რომლებიც უკრაინის რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ან ხერსონის რეგიონებში, 10 ივნისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო, სხვათა შორის, ნარკოტიკების მოხმარებაზე, ინფექციურ დაავადებებზე და აივ-ინფექციებზე შემოწმება.
განკარგულება შეიცავს მინიშნებას პუტინის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებაზე „უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის რეგულირების დროებითი ღონისძიებების შესახებ“.

ფორუმი