ჯეიმს მაკკლირი – რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა

საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა, რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის ივანიშვილის დასანქცირების დროა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უზარმაზარი სკანდალი – საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა.
ახლა, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, მას 170 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა “კომერციული შეთქმულებისთვის”.
[ირაკლი] რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, – წერს მაკკლირი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის