“თავისივე დაწერილი რიცხვებითაც სახელმწიფოს მიტაცება გამოდის” – დიღმელაშვილი კობახიძეს პასუხობს

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
ქართული ოცნება ამბობს, რომ 1.1 მილიონი ხმა მიიღო. ქვეყანაში 3.5 მილიონი ამომრჩეველია, რომელთაგან 2.1 მილიონმა მისცა ხმა.
გამოდის, მათივე მანიპულაციური რიცხვებით ამომრჩევლების მესამედზე ნაკლებს, 32%ს უნდოდა მათი (კონსტიტუციით შეზღუდული) ძალაუფლება. ახლა გვაქვს სურათი, რომ ამომრჩეველთა თითქმის 70% არ აძლევს ქოცებს ხმას და ამავდროულად მათ აქვთ შეუზღუდავი, დაუბალანსებელი ძალაუფლება. მათი აბსოლუტურ ძალაუფლებაზე “ხალხის მიერ მინიჭებული” მანიპულაციური შედეგებითაც არ ითქმის. ის ლეგიტიმური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას ასახავდა. ხოლო ასეთი შედეგებით ლეგიტიმურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითქმის, თუ მნიშვნელოვანი თანამდებობების ნაწილი – მინიმუმ პროკურატურა, ცესკოს მოადგილე და ანტიკორუფციული – ოპოზიციის ხელშია, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითხოვდა. სხვაგვარად, თავისივე მანიპულაციური რიცხვებიც კი არასაკმარისია ლეგიტიმაციის იმ ხარისხისთვის, რაც მათ აბსოლუტურ ძალაუფლებას სჭირდება.
თავისივე დაწერილი რიცხვებითაც სახელმწიფოს მიტაცება გამოდის. 30% უწყვეტს 70%ს აბსოლუტურად ყველაფერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება