აშშ-რუსეთს მოლაპარაკებები ერ-რიადში 24 მარტს შედგება – მოსკოვის დელეგაციას გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს გაიმართება, რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.
„ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს