გიორგი ჩიკვაიძე ციხის კლინიკაში გადაიყვანეს

გიორგი ჩიკვაიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს.
„9 დღეა, რაც შიმშილობს. ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
გიორგის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა“, — განაცხადა ჩიკვაიძემ.
ახლობლების ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს.
სახალხო დამცველის აპარატის ექიმის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებს.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა