რუსეთის ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკისა და რაკიტიანსკის რაიონებიდან ხალხი ჩივის ევაკუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე – ამ ცნობას ავრცელებს ტელეგრამის არცი “პეპელ ბელგოროდი”.
ცნობების თანახმად, კრასნოიარუჟსკის რაიონში ხალხს ესაჭიროება საკვები პროდუქტები და ცხოველების საჭმელი, თუმცა ისინი ვერ უკავშირდებიან სატელეფონო ნომერს, რომელსაც ცხელი ხაზი გასცემს. ამავდროულად, ინტერნეტით ვრცელდება ცნობები, რომ რაიონულმა ადმინისტრაციამ ცხოველების საკვები შეისყიდა და მას 21 მარტს ადგილზე ჩაიტანს.
მეზობელ, რიაკიტიანსკის რაიონში ხალხი ევაკუაციას ითხოვს, სროლის ფონზე. “პეპელ ბელგოროდი” წერს, რომ ჩინოვნიკები ხალხს უარს ეუბნებიან ევაკუაციაზე, რადგან მათი რაიონი არ ეკუთვნის სასაზღვრო სივრცეს. მოსახლეობა იუწყება, რომ დასახლებულ პუნქტებში არ არის ელექტროენერგია, წყალი და საკომუნიკაციო კავშირი.
რუსი ომის მომხრე ბლოგერები წერენ, რომ ბელგოროდის კრასნოიარუჟსკის რაიონში მიმდინარეობს უკრაინის ძალების შეტევა. ტელეგრამის არხი “რიბარი” წერს, რომ უკრაინის ავიაციამ ხიდი გაანადგურა სოფელ გრაფოვკაში, საბრძოლო მოქმედებების იზოლირების მიზნით.
ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უკრაინას განცხადება არ გაუვრცელებია მისი ძალების შესაძლო გარღვევაზე ბელგოროდის ოლქში. საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ინფორმაციის ოპერატიული დადასტურება შეუძლებელია.
ფორუმი
